Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქავთარაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს.

როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა განმარტა, ბიუჯეტში ცვლილება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით გამოყოფილმა 2 მლნ 388, 7 ათასი ლარის ოდენობის კაპიტალურმა ტრანსფერმა განაპირობა.

მისივე თქმით, აღნიშნული კაპიტალური ტრანსფერი და ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული 9 მლნ, 8 ათასი ლარის ოდენობის თანხა გადანაწილდა კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისა და სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაცია-მშენელობისთვის.

საერთო ჯამში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების ნაწილში, შეადგინა 60 მლნ 291,1 ათასი ლარი.

2019-03-15

ნავიგაცია