Image

 ჟიული შარტავას სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ამირან ჯანჯღავას ინიციატივით და თანადგომით, შარტავას N4-ში, ე.წ. პროფესიული სასწავლებლის საერთო საცხოვრებლის კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებსა და სამშენებლო კომპანია „გლდანი თაურეის” ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. 

მხარეებს შორის უკმაყოფილებამ და რიგმა პრობლემებმა თავი მას შემდეგ იჩინა, რაც კომპანიამ საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. უკმაყოფილო მოსახლეობამ, პრობლემის მოგვარების მიზნით, მაჟორიტარ დეპუტატს მიმართა. ამირან ჯანჯღავა მყისიერად გამოეხმაურა მცხოვრებლებს და საკითხის მოგვარებაში, კერძოდ კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის ორგანიზებასა და საკითხის დადებითად გადაწყვეტაში დახმარება აღუთქვა.

 შეხვედრაზე, რომელსაც ჟიული შარტავას სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი დიმიტრი წიქარიშვილი და საკრებულოს დეპუტატი გიგა ჯღარკავა ესწრებოდნენ, კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა კორპუსის მშენებლობის დროს წამოჭრილი რიგი პრობლემების მოგვარებაზე თანხმობა განაცხადეს.

2019-03-15

ნავიგაცია