Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი დავით იშხნელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი და ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ერეკლე ლაცაბიძე, ოლქში მიმიდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. 

ორბელიანის, ჭონქაძის და წულუკიძის ქუჩებზე გზების, ტროტუარების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
როგორც მოსახლეობასთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ორბელიანისა და ჭონქაძის ქუჩებზე, პროექტით გათვალისწინებული საკანალიზაციო ქსელი საჭიროებს კორექტირებას. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით მოქალაქეებმა თხოვნით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს. 

ლევან ონიანი მოქალაქეებს საკითხის მოგვარების და პროექტში ცვლილებების თაობაზე მერიის შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობას დაპირდა და შეკრებილ საზოგადოებას,იაკობ ცურტაველის სახელობის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

2019-03-19

ნავიგაცია