Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის ისტორიულ მუზეუმში, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ ორგანიზებული „თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოები“ გამოფენა გაიმართა.

მუზეუმის საგამოფენო სივრცეში სახელმწიფო სიმბოლოები - გერბი, დროშა, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნებები არის წარმოდგენილი.
ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მალხაზ კომლაძე და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

რუსთაველ დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გამოფენილ სახელმწიფო სიმბოლოებს 27 მარტამდე გაეცნოს.

 

2019-03-20

ნავიგაცია