Image

 რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად დოლიძე, ქუთაისის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.

ქუთაისის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია კვირაზე მეტია რაც მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა 637 გრძივი მეტრი ბორდიური, 3100 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება ასფალტ/ბეტონის საფარი.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 267 511 ლარს შეადგენს.
ქუთაისის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,, გზატკეცილი+’’ ასრულებს. 
სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 60 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
 
 
 
 

2019-03-23

ნავიგაცია