სიახლე რუსთაველი ახალგაზრდებისთვის !!! 
Call for youth!!!

#გამჭვირვალებიუჯეტი
#დაგეგმეშენიბიუჯეტი
#იყავიაქტიურიმოქალაქე
#რუსთავიჩემიქალაქია
#გახდისაბჭოსწევრი

ა(ა)იპ ქ.რუსთავის სახელოვნობო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინიციატივით იქმნება ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭო.

ახალგაზრდული საბჭოს მიზნებია :
1. ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა;
2. ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; 
3. ახალგაზრდების ბიუჯეტირების პროცესში ჩართვა;
4. ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების ინიცირება;
5. სამიზნე ჯგუფების ინფორმირება;
6. განხორციელებული პროექტების მონიტორინგი.
ვის შეუძლია გახდეს ახლაგაზრდული საბჭოს წევრი?
საბჭოს წევრი შეუძლია გახდეს რუსთავში მცხოვრები 18-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერი აქტიური ახალგაზრდა

საბჭოს წევრების რაოდენობა განისაზღვრება მაქსიმუმ 20 წევრით.
მათ შორის ღია კონკურსის წესით - 10 წევრი
ასევე:
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - 1 წევრი 
• სასკოლო თვითმმართველობების გაერთიანება (16-დან - 18 წლამდე ასაკის) - 2 წევრი 
• ახალგაზრდულ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - 7 წევრი

როგორ მოხდება ღია კონკურსით წევრების შერჩევა? 
საბჭოს წევრების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
• შერჩევის პირველ ეტაპზე, აპლიკანტებმა, უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://docs.google.com/…/1WUvV0k02W7zd25xA_aCQ_sWIpq…/edit…
მეორე ეტაპზე გადასულად ჩაითვლება პრეტენდენტი, რომელსაც შესარჩევი კომისიის მინიმუმ ერთი წევრი დაუჭერს მხარს
• მეორე ეტაპზე მოხდება პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება.

როდის მოხდება საბჭოს წევრების შერჩევა?
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა - 10 აპრილი
გასაუბრება: 15 – 19 აპრილი
შესარჩევი კომისია
2 წევრი - ქალაქი რუსთავის მერიის წარმომადგენელი
2 წევრი - ქალაქი რუსთავის საკრებულოს წარმომადგენელი
2 წევრი - ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი
1 წევრი - რეგიონალური ახალგაზრდული ინიციატივების ასოციაციის წარმომადგენელი

საბჭოს მუშაობის ფორმატი - იხ. ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს დებულება 
http://council.cysrustavi.ge/files/debuleba.pdf

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ.ფოსტა: cyspublicrelatins@gmail.com
ტელ: 577 44 07 06 ელენე გახარია 
598 63 09 49 მიხეილ ლობჟანიძე
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 

2019-03-26

ნავიგაცია