განცხადებები

ტრენინგი შრომითი უფლებების შესახებ

  • 2019-03-27
Image

რუსთავში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭრეით შრომით უფლებებზე ტრენინგ-სემინარი მიმდინარეობს.

ტრენგინგში მონაწილეობას იღებენ, რუსთავის საკრებულოს აპარატის უფროსი სოფო კარანაძე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა.

რუსთავში მიმდინარე ორდღიანი ტრენინგ-სემინარი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა კინან ბაჰნასმა გახსნა. ტრენინგის მონაწილეები მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში.

როგორც ტრენინიგის ორგანიზატროები აცხადებენ, რეგიონებში ტრენინგების სერია ერთი თვეა დაიწყო. შევედრები უკვე შედგა ბათუმსა და ქუთაისში.