Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის, რიგით №30 სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა უძღვებოდა. 

კომისიის წევრები, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე მსჯელობდნენ. სხდომას კომისიის წევრებთან ერთად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლოვაესწრებოდა. სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი ქალაქ რუსთავში, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრასა და გადახდის ინსტრუქციის დადგენილებაში ცვლილების შეტანას ეხებოდა.

საკითხი, კომისიის შემადგენლობის ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,შემდგომ განსახილველად საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2019-03-28

ნავიგაცია