Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი ძირითადი საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ლევან კავთიაშვილის განმარტებით, მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 571.9 ათასი ლარი გამოიყო, 2018 წლის ბოლოს დარჩენილმა ნაშთმა 128.2 ათასი ლარი, ხოლო გამოთავისუფლებულმა სახსრებმა 293.2 ათასი ლარი შეადგინა. მისი თქმით, ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის გაზრდის შედეგად, აღნიშნული თანხა მუხლობრივად სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა.

ლევან კავთიაშვილის ინფორმაციით, რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტი გაიზარდა და როგორც შემოსულობების, ასევე გადასახადების ნაწილში, 60 991.2 ათასი ლარით განისაზღვრა.

სათათბირო ორგანოს წევრებმა, ასევე იმსჯელეს და ცვლილება შეიტანეს დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობისა და გადახდის ინსტრუქციაში.

როგორც მომხსენებელმა, რუსთავის მერიის აპარატის უფროსმა ნინო ნიკოლავამ განაცხადა, ცვლილება პროგრამულ ბიუჯეტში დასუფთავების გადასახადისგან იმ ფიზიკური პირების სრულიად გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს.

 აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომას რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

2019-03-29

ნავიგაცია