Image

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, ფოტოგამოფენა სახელწოდებით ,,საგანძური’’ გაიხსნა. 
საგამოფენო სივრცეში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული სიწმინდეების, ხატების, საწინამძღვრე ჯვრების ფოტოასლები, სულ 30 ნამუშევარია წარმოდგენილი. 
ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, საკრებულოს დეპუტატი გრიგოლ ვეფხვაძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
გამოფენა რუსთავის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით გაიხსნა. 
ფოტოგამოფენა „საგანძური“ 2008 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით შეიქმნა. 
საქართველოში პირველი მოძრავი ფოტოექსპოზიცია, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის 33 ექსპონატის ფოტოებს მოიცავს. 
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამუზეუმო კოლექციების ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.

2019-04-05

ნავიგაცია