Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ჟიული შარტავას სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ამირან ჯანჯღავა, ამავე სამაჟორიტარო ოლქის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა მერიის ა(ა)იპ რუსთავსერვისის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია.
ლევან ონიანი ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საჭიროებებით კიდევ ერთხელ დაინტერესდა.შეხვედრაზე წამოიჭრა რამდენიმე გადაუდებლად მოსაგვარებელი საკითხი, მათ შორის გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის და სხვა რიგი საჭიროებების. გაკეთდა აქცენტები სამომავლო გეგმებზეც.
საკრებულოს თავმჯდომარე და ოლქის მაჟორიტარი, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით,კომპეტენციის ფარგლებში, არსებული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარებას შეეცდებიან. 
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მოსახლეობასთან რეგულარულად გამართავენ.

2019-04-05

ნავიგაცია