Image

რუსთავის ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში ‘’NON -კონსერვული გამოფენა’’ გაიმართა.
სამხატვრო სკოლის ახლადრეაბილიტირებულ საგამოფენო დარბაზში, მხატვარ თამარ ფეიქრიშვილის მოსწავლეების, ანი ყვავილაშვილისა და ქეთი პარკაულის მიერ, აბსტრაქტულ ჟანრში შესრულებული 29 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. 
პატარა მხატვრების შემოქმედებას, სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს დეპუტატები და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ დირექტორი გეგი ლიპარტელიანი გაეცნენ.

2019-04-05

ნავიგაცია