11:00 საათზე, რუსთავში, 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყება. 
ღონისძიების ფარგლებში, მერიის მიმდებარე მოედნიდან 9 აპრილის მემორიალამდე მსვლელობა მოეწყობა.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 
მემორიალთან 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება, მოეწყობა 9 აპრილის აქციის დარბევის დროს გარდაცვლილი გმირების ფოტოებისა და ტრაგიკული მოვლენების ამსახველი თემატური გამოფენა, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი ,,მე რუსთველი’’ რამდენიმე მუსიკალურ ნომერს შეასრულებს. 
ღონისძიებას, 9 აპრილის საპროტესტო აქციის მონაწილეები, საჯარო სკოლების უფროსკლასელები და რიგითი რუსთაველები დაესწრებიან.

2019-04-08

ნავიგაცია