Image

საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილი ბატალიონის ,,ქართველ შევარდენთა ლეგიონის’’ შექმნიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად, დიდების ხეივანში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 
ღონისძიებას მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს წევრები, ვეტერანები და ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები დაესწრნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის გარდაცვლილი გმირები. 
ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით გაიმართა. 

2019-04-10

ნავიგაცია