Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და შოთა რუსთაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ჯანგიძემ, 2015 წელს 22 სექტემბერს ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზაზე დაღუპული სერჟანტის ვასილ ყულიჯანაშვილის სახელობის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
სკვერში, პროექტის თანახმად, დამონტაჟდება გარე განათება, დაიგება დეკორატიული ფილები, ურნები და სკამები.
ვიზიტის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი, VI მიკრორაიონის N3 კორპუსის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
ლევან ონიანის ინიციატივით, მსგავსი ფორმატის გასვლითი შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში ეტაპობრივად გაიმართება.

2019-04-10

ნავიგაცია