Image

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, 28-ე საჯარო სკოლაში, ქალაქის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე ტექნიკური და დამხმარე პერსონალი - სულ 70 თანამშრომელი დაჯილდოვდა. 
მათ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ლეილა გორგაძემ გადასცეს, 
მომავალ თაობათა აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების პედაგოგები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

2019-04-10

ნავიგაცია