Image

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, რუსთავში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. 
პროექტი მარცხენა სანაპიროს სხვადასხვა უბანში, გზების, ტროტუარების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 
დღეისთვის, სამუშაოები ქაშაკაშვილის ჩიხში მიმდინარეობს, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. 
პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: დონეცკელი მეტალურგების ქუჩის I და II გასასვლელი, ჭავჭავაძის ქ. #3,#5,#7,#9,#11,#13, ბათუმის ქ.#19, #21, #23, #25, დონეცკელი მეტალურგების ქ.#4, #6, #8, #8ა, #10, #12, დონეცკელი მეტალურგების I გასასვლელის #1, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #11, #13, #10, #12, დონეცკელ მეტალურგების II გასასვლელის #9, #11, #13, #14, #16, #16ა, #18, #18ა, #20, 20ა, #22,#22ა, ქაშაკაშვილის ქ.#6, #8, #10, #12, ქაშაკაშვილის ჩიხი, რუსთაველის ქუჩის I გასასვლელი და დავით გარეჯის ქ. #1. 
აღნიშნულ მისამართებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ტროტუარები. 

პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. 

2019-04-11

ნავიგაცია