Image

გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, რუსთავის მერიაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე, რუსთაველ მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, მერიის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლავა და თვითმმართველობის სხვა წევრები დაესწრნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რუსთაველმა ახალგაზრდებმა გენდერული თანასწორობის საკითხებსა და  ოჯახური ძალადობის პრობლემებზე  ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე გადაღებული ფილმების - ,,დრაკონის’’ და ,,ღამის სეანსის’’ ჩვენება მოეწყო.

ორივე სამწუთიანი ვიდეორგოლი ,,ევროკავშირი საქართველოსთვის’’ და რადიო ,,თავისუფლების’’ ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულია.

 

2019-04-11

ნავიგაცია