Image

რამდენიმე თვეში, რუსთავში კიდევ ერთი განახლებული და კეთილმოწყობილი სკვერი გაიხსნება.

რუსთავის მერიამ, მოსახლეობის თხოვნით, პროფესიულ-დრამატული თეატრის წინ, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ბილიკები და ტროტუარები მოეწყობა. დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემა, განთავსდება სკამები და ურნები. 
სკვერში დაიგება მწვანე საფარიც, გაკეთდება სარწყავი ქსელი და მოეწყობა საყვავილეები.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 619 295 ათასი ლარია. სამუშაოებისთვის თანხები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. 
სკვერის რეაბილიტაცია სატენდერო ხელშეკრულების პირობების თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

თეატრის წინ არსებული სკვერი წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი და უფუნქციო იყო. 
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, რუსთაველებს კეთილმოწყობილ და კომფორტულ გარემოში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

2019-04-12

ნავიგაცია