Image

რუსთავის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანის’’ ერთობლივი პროექტის ,,რუსთავი ჩვენი მომავალია’’ ფარგლებში, ჟიული შარტავას გამზირის #13-ში ,,სოციალური კაფე 42'' გაიხსნა.

სოციალური კაფეს გახსნას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ფონდ ,,ორბელიანი საქართველოს’’ წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ინიციატივა რუსთაველი ახალგაზრდების ჯგუფს ეკუთვნის. 
კაფე 42 სოციალური სივრცეა, სადაც ახალგაზრდებს გართობის და დასვენების გარდა, სასიამოვნო სამუშაო გარემოს დაა სხვადასხვა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას სთავაზობენ. მოეწყობა შემეცნებითი ღონისძიებები, აქტივობები და პრეზენტაციები.

პროექტი, რუსთავის მერიისა და ფონდ ,,ორბელიანის’’ მიერ დაფინანსებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

მიმდინარე წლის დასაწყისში, ორგანიზაცია ,,ორბელიანსა“ და რუსთავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ფონდ ,,ორბელიანის“ თანამონაწილეობით, რუსთავში სხვადასხვა ახალგაზრდული ინიციატივის მხარდაჭერა ხდება. 
პროექტები ახალგაზრდებმა ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ ონლაინ პლატფორმაზე ატვირთეს. 40 პროექტიდან საწყის ეტაპზე 14 განხორციელდება.

2019-04-13

ნავიგაცია