Image

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მერიის სამსახურებისა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია, სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს და დეტალურად ისაუბრეს საბიუჯეტო მაჩვენებლებზე, განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2019 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს და სამომავლო გეგმებს. 

ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის დაგეგმვისა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების შემუშავების პროცესში, მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე.

2019-04-13

ნავიგაცია