Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტუხაშვილი დონეცკელი მეტალურგების ქუჩის II გასასვლელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, ქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
პროექტი მარცხენა სანაპიროს სხვადასხვა უბანში, გზების, ტროტუარების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: დონეცკელი მეტალურგების ქუჩის I და II გასასვლელი, ჭავჭავაძის ქ. #3,#5,#7,#9,#11,#13, ბათუმის ქ.#19, #21, #23, #25, დონეცკელი მეტალურგების ქ.#4, #6, #8, #8ა, #10, #12, დონეცკელი მეტალურგების I გასასვლელის #1, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #11, #13, #10, #12, დონეცკელ მეტალურგების II გასასვლელის #9, #11, #13, #14, #16, #16ა, #18, #18ა, #20, 20ა, #22,#22ა, ქაშაკაშვილის ქ.#6, #8, #10, #12, ქაშაკაშვილის ჩიხში.
1 მლნ 899 995 ღირებულების პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

 

2019-04-13

ნავიგაცია