Image

რუსთავში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის რუსთავის ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ, ღია ცის ქვეშ, კალიგრაფიული ნამუშევრების, უძველესი გამოცემებისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნების გამოფენა მოეწყო. 
ბავშვებმა ქართველი მწერლების შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები, რუსთაველი მწერლები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების სტუმრებმა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები გაიხსენეს და ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

2019-04-14

ნავიგაცია