Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, საკრებულოს რუსთავის განვითარების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიგა ჯღარკავა, ახალგაზრდული საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ამირან ჯანჯღავა პროექტის ,,საქართველოში მუნიციპალიტეტის დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერა“ მონაწილეებს შეხვდნენ.

პროექტში, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ,,ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონული ასოციაცია - აირა“ ახორციელებს, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტის, აგრეთვე პოლონეთისა და ლიეტუვას ახალგაზრდები არიან ჩართულნი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა პროექტის მონაწილეებს, ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით, საკრებულოს ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს. ხაზი გაესვა ახალგაზრდების როლს თვითმმართველობის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თავის მხრივ, ტრენინგის მონაწილეებმა პოლონეთსა და ლიეტუვაში ახალგაზრდების ჩართულობასა და მონაწილეობის სხვადასხვა ფორმებსა და პრაქტიკაზე ისაუბრეს. დაისახა სხვადასხვა ფორმატში, სამომავლოდ ურთიერთთანაშრომლობის გეგმები.

2019-04-15

ნავიგაცია