Image

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი ზვიად როსტომაშვილი რუსთავის პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში’’ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
განათლების სამინისტროს წარმომადგენლები პროფესიულ სასწავლებელს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან, რუსთავის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ეწვივნენ.
სტუმრები პროფესიული სასწავლებელის სპეციალობებსა და მიმართულებებს გაეცნენ, დაათვალიერეს კოლეჯის ბაზაზე არსებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ,,ფაბლაბის“ დანადგარები და სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
რუსთავის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარამდე იხარჯება. პროექტის ფარგლებში, სრულიად განახლდება და აღიჭურვება კოლეჯის ორი კორპუსი. სამუშაოები ამჟამად დასრულების ფაზაშია.

2019-04-18

ნავიგაცია