განცხადებები

შეხვედრა მწერალ გურამ დოჩანაშვილთან

  • 2016-02-23
Image

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში, თანამედროვე კლასიკოს მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას სახელწოდებით - ,,საუბრები გურამ დოჩანაშვილთან’’, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწუნებული – გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, საკრებულოს წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
შეხვედრაზე გურამ დოჩანაშვილმა საკუთარი შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ ისაუბრა და შეკითხვებს უპასუხა. ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ლეო ანთაძემ კი მწერლის ერთ-ერთი ნაწარმოებიდან ეპიზოდი წაიკითხა.
დავით ჯიქიამ მწერალ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად რუსთაველი მხატვრის, მალხაზ მარღიშვილის ნამუშევარი გადასცა.
თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებები მრავალ ენაზეა ნათარგმნი. ლიტერატურის მოყვარულთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი რომანები და მოთხრობები, მათ შორის „სამოსელი პირველი“, ლოდი ნასაყდრალი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული დამალვა რომ სჭირდება“.
გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებები საფუძვლად დაედო არაერთ ცნობილ კინოფილმსა და ტელესპექტაკლსაც. საღამო რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით მოეწყო.