Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის გიორგი ტუხაშვილის ხელმძღვანელობით, რუსთავის მუნიციპალიტეტში განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ საკრებულოს 2014 წლის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
კომისიის წევრებმა, თეატრის წინ, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში, სარეკრეაციო ზონა ერთში, კაფის მშენებლობისთვის სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების თაობაზე იმსჯელეს და საკითხს, ხმათა უმრავლესობით, დადებითი რეკომენდაცია მიეცა. 
აღნიშნული საკითხი სხდომაზე მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო -ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა პაპუაშვილმა წარადგინა. ეკა პაპუაშვილმა კომისიაზე ასევე წარმოადგინა კაფის ესკიზი.
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი რიგი საკითხები, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

2019-04-23

ნავიგაცია