Image

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში მასშტაბური აქცია ,,აჩუქე წიგნი’’ გაიმართა.

აქციის ფარგლებში, რუსთავის მერმა რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მგზავრ სტუდენტებს და ქალაქის ქუჩებში გამვლელებს საჩუქრად წიგნები გადასცა. 
ირაკლი ტაბაღუა რამდენიმე სკოლას და საბავშვო ბაღსაც ეწვია, ბავშვებს წიგნის დღე მიულოცა და წიგნები უსახსოვრა.

რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" წარმომადგენლებმა რამდენიმე ლოკაციაზე, წარწერით ,,აიღე და აჩუქე წიგნი’’ სტენდი განათავსეს და გამვლელები წიგნებით დაასაჩუქრეს.

აქციას სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი ბიზნესსექტორი - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობა’’, შპს ,,ჯეოფერომეტალი’’, სს ,,რუსთავოილი’’, სს ,,ერთობა’’ და შპს ,,ჯეოსთილიც’’ შეუერთდნენ.

თვითმმართველობის წევრებმა და მეწარმეებმა წიგნები ქალაქის სკოლებსა და საბავშვო ბაღებს გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში, თვითმმართველობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ჯამში 1000-მდე წიგნი დაარიგეს.

23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ დაწესების ინიციატივა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის და წიგნის საერთაშორისო დღეს უკავშირდება. 23 აპრილი, მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის დღედ კი, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 1996 წლიდან აღინიშნება.

2019-04-23

ნავიგაცია