Image

ფონდ ,,ორბელიანი-საქართველოს’’ საგრანტო კონკურსის, რუსთავის მერიისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 22-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტი ,,მწვანე კედელი’’ ხორციელდება. 
პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლასთან გამწვანების აქცია გაიმართა. 
მოსწავლეებმა ქალაქის თვითმმართველობის წევრებთან ერთად, ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის სხვადასხვა ჯიშის 200 ძირი ნერგი დარგეს.
აქციაში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს წევრები და ფონდ ,,ორბელიანის’’ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 
პროექტის ფარგლებში, 22-ე სკოლის მიმდებარედ სარწყავი სისტემა მოეწყო, შეძენილია სასოფლო-სამეურნეო ინვენტარიც. 
ინიციატივა ახალგაზრდების ჯგუფს ეკუთვნის. მისი მიზანი ქარსაცავი ზოლის აღდგენა და მოსახლეობისთვის ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნის ხელშეწყობაა.
,,მწვანე კედელი’’ რუსთავის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანის’’ ერთობლივი პროექტის ,,რუსთავი ჩვენი მომავალია’’ ფარგლებში დაფინანსებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. 
,,ორბელიანი-საქართველოს“ და რუსთავის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რუსთავში სხვადასხვა ახალგაზრდული ინიციატივის მხარდაჭერა ხდება.
პროექტები ახალგაზრდებმა ორგანიზაცია ,,ორბელიანის“ ონლაინ პლატფორმაზე ატვირთეს. წარმოდგენილი 40 პროექტიდან პირველ ეტაპზე 14 განხორციელდება. 
,,მწვანე კედელი'' რიგით მეოთხე პროექტია, რომელიც ,,რუსთავი ჩვენი მომავალია''-ს ფარგლებში განხორციელდა. 

2019-04-24

ნავიგაცია