Image

რუსთავის მერიის შენობის ფოიეში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრ „გენის“ ინიციატივით და თვითმმართველობის მხარდაჭერით სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე დღის ცენტრის აღსაზრდელების მიერ დამზადებული სააღდგომო აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები და თექაზე შესრულებული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. 
ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. 

2019-04-24

ნავიგაცია