Image

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 და 29 აპრილს, რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის სასაფლაომდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოს მიმართულებით, დილის 08:00-დან საღამოს 19:00 საათამდე იმოძრავებს და მგზავრებს რამდენიმე ლოკაციიდან გადაიყვანს:
1. #1 საჯარო სკოლა - ფიროსმანის ქუჩა
2. ქუთაისის მოედანი (რუსთავის შემოსასვლელი)
3. მე-19 მიკრორაიონი ( ,,მადაგონის“ მიმდებარე ტერიტორია) 
4. ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის ქუჩა)
5. მესხიშვილის და ლეონიძის ქუჩების კვეთა (ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია)
6. ე. წ. მარის არხის დასახლება (ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია)
7. თბილისის ქუჩა

2019-04-25

ნავიგაცია