Image

პროექტის ,,რუსთაველია და გავიცნოთ’’ ფარგლებში, რუსთავში, კაფე ,,ასკილის’’ საგამოფენო სივრცეში, ხელნაკეთი ნივთების საგაზაფხულო გამოფენა იმართება.
გამოფენაზე 26 რუსთაველი ხელოვანის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები და სამკაულებია წარმოდგენილი.
ნამუშევრები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ დაათვალიერეს. 
კაფე ,,ასკილში’’ საგაზაფხულო გამოფენა 5 მაისამდე გაგრძელდება.
პროექტის ,,რუსთაველია და გავიცნოთ’’ მიზანი, ნიჭიერი ხელოვანი ადამიანების წარმოჩენა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციაა.

2019-05-03

ნავიგაცია