Image

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, ახალგაზრდა რუსთაველი ხელოვანის, გიორგი ჩაჩანიძის სამხატვრო სკოლა ,,არტოფარეხის’’ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით - ,,ოთხი+’’გაიხსნა.
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, სამხატვრო სკოლის ოთხი წლის და უფროსი ასაკის ბავშვების 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. 
გამოფენა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ და თვითმმართველობის სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს. 
გამოფენა, რომელიც სამხატვრო სკოლა ,,არტოფარეხის’’ ინიციატივით და რუსთავის ისტორიული მუზეუმის ხელშეწყობით გაიხსნა, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

2019-05-08

ნავიგაცია