Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და შოთა რუსთაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ჯანგიძემ, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მალხაზ კომლაძესა და საკრებულოს ახალგაზრდული საკითხების შემსწავლელი დორებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი ჭანტურიასთან ერთად მეგობრობის ქუჩის N26 მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე კორპუსის მცხოვრებლებმა რიგი ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარების მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარეს თხოვნით მიმართეს. თავის მხრივ, ლევან ონიანი მოქალაქეებს მერიის შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობას დაპირდა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ჯანგიძემ, შეკრებილ საზოგადოებას ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილი და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოსახლეობასთან ადმინისტრაციულ ერთეულებში ეტაპობრივად გაიმართება.

2019-05-08

ნავიგაცია