Image

ჭყონდიდელის დასახლებაში, გზების, ტროტუარებისა და ეზოების საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ჩაპაევისა და ჩეხოვის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და ჭყონდიდელის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატ დავით რეხვიაშვლთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება და ბეტონის ტროტუარები ეწყობა. ჩეხოვის ქუჩაზე სამუშაოები დასრულების სტადიაზეა. 
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 
ჩეხოვისა და ჩაპაევის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. გზის საფარი წლების განმავლობაში დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რის გამოც მოსახლეობას მუდმივად ექმნებოდა ავტოტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა.

რუსთავის მერი ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო. 

ამ ეტაპზე, სამუშაოები გიორგაძის ქუჩის #8 და გრანელის ქუჩის #7, #9, #11 საცხოვრებელი სახლების ფასადებს უტარდება. 
აღნიშნულ მისამართებზე დაზიანებული ფასადების განახლება ივნისში დასრულდება.

მიმდინარე წელს, ანალოგიური სამუშაოები ჭყონდიდელის დასახლებაში კიდევ ექვს მისამართზე - ჩეხოვის ქუჩის #6, #8, #8ა, #10 და გრანელის ქუჩის #23, #25 საცხოვრებელ კორპუსებშია დაგეგმილი. ამ დროისთვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელი შენობების ფასადების რეაბილიტაციისთვის თანხები ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

ქალაქის მერმა დღესვე, ბარნოვის ქუჩის #8 საცხოვრებელ შენობასთან სპორტული მოედნის მოწყობისა და რჩეულიშვილის ქუჩის #18 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ასფალტ-ბეტონის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

2019-05-13

ნავიგაცია