Image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსთავში, მეტალურგიულ საწარმოებს - ,,რუსთავის ფოლადს’’ და ,,ჯეოსტილს’’ ეწვია. 
მინისტრი სამუშაო პროცესს გაეცნო და საწარმოების ხელმძღვანელებს ესაუბრა.

ეკონომიკის მინისტრთან ერთად, საწარმოებში, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე იმყოფებოდნენ.

მეტალურგიული საწარმოების ხელმძღვანელებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული გეგმები გააცნეს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებს შესაძლებლობას მისცემს, მოიხმარონ ნაკლები ელექტროენერგია და შეამცირონ ენერგოდანახარჯები. 
მინისტრმა საწარმოების მუშაობის შედეგად, ქალაქში შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრა.

,,რუსთავის ფოლადსა’’ და ,,ჯეოსტილში’’, ჯამში, 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

2019-05-14

ნავიგაცია