Image

9-12 მაისს, რუსთავის თვითმმართველობის დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის ქალაქ პლოცკში იმყოფებოდა.

დელეგაციის შემადგენლობაში მერის მოადგილე გოჩა ლორია, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, გეგი ლიპარტელიანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, გიგა ჯღარკავა შედიოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პლოცკის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. 
მხარეებმა ორ ქალაქს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

2019-05-14

ნავიგაცია