Image

რუსთავის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ისტორიული მუზეუმის ეზოში, ღონისძიება ,,წარმატებული ქალები წარმატებული ქალაქისთვის’’ გაიმართა.

ორგანიზატორებმა საღამოზე 50 წარმატებული რუსთაველი ქალი მიიწვიეს.

შეკრებილ საზოგადოებას, სიტყვით რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო ქავთარაძემ მიმართეს და საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში, მუზეუმის ეზოში, ფერწერული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. გაიმართა კონცერტი მომღერალ თამთა ცხვიტავასა და მისი ბენდის მონაწილეობით.

საღამოს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური პირები, თბილისის საკრებულოს წევრი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

2019-05-14

ნავიგაცია