Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი, რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლევან კავთიაშვილმა წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირეს მხარი. საკითხი შემდგომი განხილვის მიზნით საკრებულოს ბიუროს სხდომას გადაეცა.
სხდომაზე ლევან კავთიაშვილმა კომისიის წევრებს, მერიის საფინანსო სამსახურის 3 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა, ანგარიში კომისიის წევრებმა ცნობად მიიღეს. 

2019-05-15

ნავიგაცია