Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა, დეპუტატებმა 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საკრებულს წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა წარუდგინა.

მისი განმარტებით, 2019 წლის ბიუჯეტში მოხდა 2018 წლის ბოლოს დარჩენილი ნაშთისა და ეკონომიების შედეგად გამოთავისუფლებული თანხის - 797,2 ათასი ლარის გათვალისწინება, რომელიც მუხლობრივად სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა.

საერთო ჯამში, ქალაქის ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების ნაწილის გეგმა განისაზღვრა 61 246.4 ათასი ლარით.

2019-05-15

ნავიგაცია