Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურ მდივან ნინო ოსეფაიშვილს, მის მოადგილეს, კატასტროფების მართვის ხელმძღვანელ კახა მამულაძეს და თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი იმ სამომავლო პროექტებს შეეხო, რომელთა განხორციელებაც, ერთობლივად, ურთიერთთანამშრომლობით იქნება შესაძლებელი და ორიენტირებულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

როგორც წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რუსთავი სტრატეგიული ადგილია კატასტროფების მართვისთვის, რეგიონული საწყობის შესაქმნელად, სადაც 500 ოჯახზე გათვლილი დახმარების განთავსება გახდება შესაძლებელი და რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოემსახურება. იქვე გაიხსნება კატასტროფების მართვისთვის პირთა გადამზადების სასწავლო ტრენინგცენტრიც. 

წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ უკვე მიმდინარეობს რუსთავში ტერიტორიის შერჩევა, სადაც პროექტი განხორციელდება. 

2019-05-16

ნავიგაცია