Image

რუსთავის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის ,,საქართველოს სიმფონიეტას’’ და რუსთავის რევაზ ლაღიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლის მოსწავლეების ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე სხვადასხვა ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებები შესრულდა.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდიბის განვითარების ცენტრის’’ ხელმძღვანელი, გეგი ლიპარტელიანი, დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

,,საქართველოს სიმფონიეტას’’ და სამუსიკო სკოლის ერთობლივი კონცერტი რუსთავში გასულ წელსაც გაიმართა.

2019-05-16

ნავიგაცია