Image

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) პარაკლისი გადაიხადა.

საზეიმო ღვთისმსახურებას, მრევლთან ერთად, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

მოგვიანებით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე სკვერში, პედაგოგ სოფო კარგიშვილის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კონცერტიც, რომელშიც ხელოვნების სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას, ხელისუფლების წარმომადგნელები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. 
ღონისძიებების დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები, მრევლი და ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები თბილისში გაემგზავრნენ, სადაც ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ სახალხო მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 17 მაისი, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღედ 2014 წელს დააწესა.

2019-05-17

ნავიგაცია