Image

რუსთავის ისტორიული მუზეუმი აქციას ,,მოდი ღამე მუზეუმში“ შეუერთდა.
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ფარგლებში, მუზეუმში რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის ამსახველი ფოტოგამოფენა, ასევე, ქალაქის შესახებ საარქივო მასალებისა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. გაიმართა ინტერაქტიული ღონისძიება „მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ“. 
რუსთავის კამერულმა ორკესტრმა და ადგილობრივმა ანსამბლებმა სტუმრებისთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 
ღონისძიებას, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე(გამრეკელი), რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე დაესწრნენ.
აქცია - „ღამე მუზეუმში“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში ჩატარდა.
აქციას ,,ღამე მუზეუმში“ საფუძველი 2005 წელს, ევროსაბჭოს ეგიდით ჩაეყარა. 

2019-05-19

ნავიგაცია