Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ, კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ტუხაშვილის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა. 
სხდომაზე კომისიის წევრებმა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს, აგრეთვე განიხილეს საკითხი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ.
დეპუტატების მხრიდან, ბიუროს სხდომაზე გასატანად, დადებითი რეკომენდაცია მიეცა ,,ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულ დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და მერიის წინ მიმდებარე სკვერში კაფეების მშენებლობის თაობაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაფორმების შესახებ წარმოდგენილ საკითხებს.
კომისიის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ესწრებოდა.

2019-05-21

ნავიგაცია