Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე - 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა მამაიაშვილის განმარტებით, საბიუჯეტო ცვლილებები მიმდინარე წლის ბიუჯეტში ეკონომიების შედეგად გამოთავისუფლებულმა თანხებმა განაპირობა, რომელიც ძირითადად, სანიაღვრე სისტემების ექსპლოატაცია/რეაბილიტაციისა და გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთებისთვის გადანაწილდა.
კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა.

2019-05-21

ნავიგაცია