Image

გერმანიის ცენტრალური სააგენტო ხელოვანთათვის გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სკანდინავიის ქვეყნების წამყვანი საოპერო თეატრებისთვის ქართველ შემსრულებლებს არჩევს.

ერთ–ერთი შესარჩევი მოსმენა, რომელსაც სააგენტოს წარმომადგენელი ურსულა იოხმუსი დაესწრო, 7 ივლისს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა.  მასში მონაწილეობა რუსთავში მოქმედმა სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურმა ჯგუფმა და სოლო შემსრულებლებმა მიიღეს.

შერჩეულ კანდიდატებს გერმანიის ხელოვანთა დასაქმების სააგენტო მოგვიანებით გამოავლენს. მათ შორის საუკეთესოებს გერმანიის სხვადასხვა ქალაქის  საოპერო თეატრებში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

გერმანიის ცენტრალური სააგენტო ხელოვანთათვის (ZAV-Künstlervermittlung) ფედერალური დასაქმების სააგენტოს საფარქვეშ მოქმედი ცენტრია უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტ-მუშაკთათვის. იგი თანამშრომლობს ხელოვანებთან, მხატვრული და ტექნიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს სცენასა და კინო სფეროებს. მისი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი ხელოვანთა დასაქმება და სამსახურებრივი ურთიერთობების რეგულირებაა.

 გერმანიის ცენტრალურ სააგენტოს აქვს საკუთარი დიდი ოფისები: ბერლინში, ჰამბურგში, ჰანოვერში, კიოლნში, ლაიფციგში, მიუნხენში და შტუტგარტში. ის სთავაზობს თავის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: დრამა, მუსიკალური თეატრი, ორკესტრი, კინო და ტელევიზია, გასართობი და სარეკლამო. გერმანიის სახელმწიფო ფედერალური დასაქმების სააგენტო წევრია ევროპის საკონსულტაციო და საშუამავლო ქსელისა EURES. ZAV-Künstlervermittlung ასაქმებს და შუამავლობას უწევს სოლო მომღერლებს, რეჟისორებს/ასისტენტებს, დრამატურგებს, ტეატრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, ოპერის დასის დირექტორებს/ასისტენტებს, თეატრის მმართველებს. იგი ასევე ასაქმებს და შუამდგომლობს მსახიობებს, რეჟისორებს, დრამატურგებს, კოსტიუმებისა და თეატრის დიზაინერებს, მენეჯმენტის და მხატვრული ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ტექნიკური მენეჯერებს და თანაშემწეებს, სცენის ტექნიკურ ინსპექტორებს, სახელოსნოს მენეჯერებს, სცენის და განათების დიზაინერებს, ხმის ინჟინერ/ტექნიკოსებს, თეატრის  პედაგობს, მხატვრებს/მოქანდაკეებეს, გრიმიორებსა და რეკვიზიტორებს.

2016-07-08

ნავიგაცია