Image

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის “Check in Georgia”ს  ფარგლებში, 9 ივლისს, 19:00 საათზე რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება.

 რუსთაველი მსმენელის წინაშე ვაჟა მანია, ბოკა კვეკვესკირი, თიკა ჯამბურია, გვანცა ზაქარეიშვილი, GoofyLand და რუსთავის ჯაზ-ბენდი წარსდგებიან.

აპრილში დაწყებული პროექტი Check in Georgia წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა ოთხი გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი Maroon 5 და ხოსე კარერასი. 

2016-07-08

ნავიგაცია