Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს- კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილს, უფროს ლეიტენანტ გიორგი მუსელიანსა და კაპრალ დავით კვიწინაძეს შეხვდა.

ქალაქის მერმა ჯარისკაცებს რუსთავის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ხანძრის დროს გამოჩენილი გმირობისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი ტაბაღუამ სამაგალითო საქციელისთვის, სამხედროებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

42-ე ბატალიონის სამმა სამხედრო მოსამსახურემ, 26 მაისს, გამთენიისას, მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს, პოლიციელებთან და მეხანძრეებთან ერთად, მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა და მცირეწლოვანი ბავშვები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

2019-05-31

ნავიგაცია