Image

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართა. 
ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანიმატორების შოუ, ‘’faceart’’ და მხიარული სტარტები სახელწოდებით ,,სპორტული ოჯახი’’ მოეწყო. შეჯიბრის გამარჯვებულები ‘’Gino Paradise ’’-ის აბონემენტებით დასაჩუქრდნენ. იქვე გაიმართა რუსთავის საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის ჯგუფების გამოსაშვები ზეიმი
ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, პარკში მისულ პატარებს, ამფითეატრის სცენაზე საბავშვო სპექტაკლიც წარმოუდგინა. 
დღის ბოლოს, საზაფხულო თეატრში, ილუზიონისტების შოუ და საბავშვო მუსიკალური სტუდიების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. 

2019-06-02

ნავიგაცია